მსოფლიო

აზერბაიჯანმა ნატოს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

08.04.19 17:35


აზერბაიჯანმა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

Spiegel-ის ინფორმაციით, ამის გამო გერმანელი სამხედროები იძულებული არიან ავღანეთში გასამგზავრებლად ბუნდესვერის თვითმფრინავების მაგივრად, ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები S-17 გამოიყენონ.

Spiegel წერს, რომ ბუნდესვერის თვითმფრინავები მაზარი-შარიფეს ბაზაზე ფრენებს კვირაში ერთხელ ახორციელებდნენ, თუმცა აზერბაიჯანის აკრძალვის გამო მათ ფრენები მარტიდან აღარ განუხორციელებიათ.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანთან წარმოქმნილი უთანხმოების გამო, რამდენიმე ფრენაზე უარის თქმა გახდა აუცილებელი.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ ავღანეთში გერმანელი სამხედროების ჩაყვანა, ან მათი იქიდან გამოყვანა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მეშვეობით ხდება, რომლებიც ალტერნატიულ მარშრუტს იყენებენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები