საზოგადოება

დედაქალაქის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება

09.04.19 11:00


თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, დედაქალაქში მდებარე ექვსი ქუჩისთვის 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელის მინიჭების თაობაზე საჯარო განხილვა გაიმართება.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებულია, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის ერთი მონაკვეთს თამუნა დოლიძის სახელის მინიჭება;

ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთს თინა ენუქიძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის II ქუჩას მანანა ლოლაძის სახელის და რეხის III ქუჩის მონაკვეთისთვის მანანა ლოლაძის I ჩიხის სახელი მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხისშესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას ელისო ჭიპაშვილის სახელი მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩას თამარ მამულაშვილის სახელი მიენიჭება.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები