საზოგადოება

“მე ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა” - პატრიარქი

09.04.19 13:50


საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა, მან დაღუპულებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ 9 აპრილი არის სამშობლოსთვის თავდადების მაგალითი:

„9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისათვის. ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბი ღუდუშაური, მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი, მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა, მე ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი ხალხის გვერდით ვმდგარიყავი. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს – არა, ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები.

ახალგაზრდები შემომეხვივნენ, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა არ მომხვედროდა“, – აღნიშნა პატრიარქმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები