საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 30 სახანძრო მანქანას შეიძენს

09.04.19 15:10


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "მაგირუსისგან" 30 ახალ სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას შეიძენს.

გერმანული კომპანიის წარმოებული 25 მანქანა თბილისში 2019 წლის ბოლოს, 5 კი 2020 წლის დასაწყისში მიეწოდება რითაც სრულად განახლდება თბილისის სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი.

პროექტის ფარგლებში, თბილისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების ავტომანქანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.

ავტომანქანების ტენდერის გზით შესყიდვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თანამშრომლობის მემურანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრივილმა და კომპანია ‘’მაგირუსის’’ გაყიდვების მენეჯერმა ამიერკავკასიაში, ვილჰელმ ტიტკემ მოაწერეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები