საზოგადოება

პატრიარქი - უნდა გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით, უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგინდობს - მეტი სიბრძნე გვმართებს

09.04.19 16:30


საშიშროების წინაშე ჩვენი ხალხი ერთიანდება. ეს თვისება ქართველ ადამიანს ახასიათებს. ჩვენმა ხალხმა მტერს აჩვენა, რომ მტრულად არ ვიყავით განწყობილი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ გადაცემა „იმედის დღეში“ 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პატრიარქს გაცნობიერებული, რომ მისთვის შესაძლოა 9 აპრილი საბედისწერო დღე ყოფილიყო, ილია II-მ უპასუხა, რომ ის ამისთვის მზად იყო.

„მაგისთვის მზად ვიყავი, მაგრამ სხვანაირად მოხდა,“ - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, მეტი სიბრძნე და ერთიანობა გვმართებს.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, დავინახოთ მომავალი. უნდა გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგინდობს, მეტი სიბრძნე გვმართებს. ეს იყო საოცარი თავდადება, ეს იყო ბრძოლა მომავლისათვის, მომავალი თავისუფლებისთვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ. ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი თავის თავს ადვილად სწირავს სამშობლოსთვის, მეგობრებისთვის...

ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. მოსმენის კულტურა გვაკლია, ესეც ქართველი ადამიანის თვისებაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება სხვა ადამიანმა ჩემზე უკეთესი თქვას,“ - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები