საზოგადოება

თბილისს უახლოეს მომავალში ავტობუსის 21 ქალი მძღოლი დაემატება – კალაძე

10.04.19 12:00


თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო კომპანიას ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე მომუშავე 6 ქალი დაემატა, 21 კი უახლოეს მომავალში დაემატება.

“ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს – ქალი მძღოლები შემოგვემატა სატრანსპორტო კომპანიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით 6 ქალი იმუშავებს. ეს გადამზადების ძალიან საინტერესო პროგრამა არის, რომელსაც ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ, მათ დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერს”, – თქვა კალაძემ დღეს, 10 აპრილს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, დამატებით კიდევ 21-მა ქალმა გაიარა გადამზადება და აიღო ავტობუსის სამართავად საჭირო D კატეგორიის მართვის მოწმობა.

აღნიშნული ქალებში თბილისში უახლოეს მომავალში შემოსულ ახალ ავტობუსებზე დასაქმდებიან.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები