საზოგადოება
10.04.19 14:30
დედაქალაქის მერია უახლოეს ხანებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს საცხოვრებელი ფართებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში დამატებით, 57 ოჯახი დაკმაყოფილდება.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. 3 000-მდე ოჯახია დაზარალებული, რომელთაც პირობა მივეცით, რომ აღნიშნულ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. მახსოვს, არჩევნების წინ უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, უამრავი ადამიანი მოდიოდა ამ პრობლემით.
გულწრფელად ვიტყვი, რომ არავის სჯეროდა, რომ ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით.
დღეს, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში, საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა.
„ერთდროულად ყველა ოჯახის დაკმაყოფილება ვერ მოხდება. ამიტომ, მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა. ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, პირველ ეტაპზე, იმ ადამიანებისთვის მოხდება ბინების გადაცემა. ჩვენ ასევე, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა ადგილზე და მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც ეს კორპუსები აშენდება, ფართებით დაახლოებით, 300 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს წლების განმავლობაში ელოდებოდა და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.
ასევე, მინდა, იმ 57 ოჯახს მივულოცო, რომელსაც საცხოვრებელ ფართებს დღეს გადავცემთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24