საზოგადოება

შსს ტაქსის მძღოლების დაკავებას არ ადასტურებს

11.04.19 14:00


შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრების დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

„ორი პირი გადაყვანილი იყო პოლიციაში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე. მათ უკვე დატოვეს პოლიციის განყოფილება. ორი პირის მიმართ კი დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომლის ფარგლებში ისინი გადაყვანილი იქნენ ნარკოლოგიურში და უკვე დატოვეს ნარკოლოგიური სამსახურის შენობა“,-განუცხადეს „პირველს“ უწყების პრესსამსახურში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები