საზოგადოება

ისანში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება

11.04.19 16:20


ისნის რაიონს 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება.

მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო.

სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში 11 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება და 7-მდე ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

„ისნის რაიონში საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არსებული რაოდენობა კი ამ მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. ნავთლუღის ქუჩის გარდა, კიდევ ერთი ბაღი ქინძმარაულის ქუჩაზე აშენდება, ხოლო სულ დედაქალაქის მასშტაბით, ამჟამად 10 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე თვეში საშუალება ექნება დაარეგისტრირონ ბავშვები ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში, რაც უამრავი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

მშენებლობას კომპანია „ინდივიდ-პარტნიორი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 2 777 000 ლარია და მისი დასრულება 9 თვეში იგეგმება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები