პოლიტიკა

ვაკის რაიონში საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

12.04.19 15:00


თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება.

"დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 13 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩის მარცხენა ჩამსვლელ ზოლზე.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, „თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე ჭის დემონტაჟისა და შეცვლის სამუშაოებს განახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის" - აღნოშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები