ეკონომიკა

ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიები: ვინ ლიდერობს ქართულ ბაზარზე

15.04.19 11:45


საქართველოში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ქვეყანაში ავიაფრენებზე - ქვეყანაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ზე, რომელიც რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ლოუკოსტერის მომსახურებით 2019 წლის იანვარ-მარტში დაახლოებით 152,7 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.

ლიდერთა ხუთეულში ასევე შედიან Turkish Airlines, Georgian Airways, Pobeda Airlines და Ural Airlines.

მთლიანობაში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებით 2019 წლის პირველ კვარტალში ისარგებლა მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტი იყო.

მგზავრთა რაოდენობასთან ერთად იზრდება ასევე იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც რეგულარულად ფრენენ საქართველოში. მათი რაოდენობა 2018 წელს 53-დან 58-მდე გაიზარდა.

ნოვოსიბირსკსა და ბათუმს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს.

საქართველოს აეროპორტებში 2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა 5,2 ათასი სამგზავრო და სატვირთო რეისი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია. აქედან 4 640 რეისი იყო რეგულარული, ხოლო 560 - ჩარტერული.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები