საზოგადოება

მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა

15.04.19 16:00


შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 აპრილს ნატახტარი - მესტიისა და მესტია - ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დანიშნა.

შაბათს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან გამოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება.

ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ სრულდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია https://ticket.vanillasky.ge/





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები