საზოგადოება

სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მოხსენებით მიმართავს

18.04.19 11:45


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, დღეს მოხსენებით მიმართავს.

სახალხო დამცველმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე.

მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს.

დეპუტატები კანონპროექტს კენჭს ომბუდსმენის მოხსენების დასრულების შემდეგ უყრიან.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები