საზოგადოება

21-22 აპრილს საქართველოში გამოიდარებს

18.04.19 13:15


21-22 აპრილს საქართველოში შედარებით გამოიდარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნულ დღეებში ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს თბილისში.

მანამდე კი, 18-20 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 18 აპრილს შესაძლებელია ქარბუქი.

21-22 აპრილს ღამისა და საღამოს საათებში მცირე თოვლია მოსალოდნელი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები