საზოგადოება

მოქალაქეებს საბანკო ანგარიშებიდან თანხები უქრებათ - დაწყებულია გამოძიება

18.04.19 14:15


სოციალურ ქსელში მომხმარებლები საქართველოს ბანკის ანგარიშებიდან თანხების გაქრობის შესახებ წერენ.

მათი თქმით, კუთვნილი საკრედიტო ბარათებიდან თანხა ეხსნებათ და არასანქცირებული გადარიცხვები ხორციელდება:

სააგენტო „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მეორე ნაწილის დ ქვპუნქტით( კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), აგრეთვე, ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად.

„პირველი“ „საქართველოს ბანკსაც“ დაუკავშირდა, რომლისგანაც აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ელოდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები