პოლიტიკა

,,პარტნიორობა დემოკრატიისთვის’’ - Friedrich Naumann-ის ფონდში მრავალპარტიული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

18.04.19 17:20


Friedrich Naumann-ის ფონდში მრავალპარტიული პროექტის - ,,პარტნიორობა დემოკრატიისთვის’’ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანიც პროდასავლური, ლიბერალური ღირებულებების მქონე პარტიების წარმომადგენელებისთვის ღია სადისკუსიო პლატფორმის შეთავაზებაა. ღია დისკუსიის ფორმატში დასახელებულ იქნა 4 საკითხი, კერძოდ, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განათლება/სოციალური პოლიტიკა საქართველოში.

„ქვეყანაში არსებობს კორუფციის მაღალი ხარისხი, ასევე, იზრდება შრომითი მიგრაცია, რუსული საფრთხეები და თვითდინებაზეა მიშვებული ეკონომიკური უსაფრთხოება. ამიტომ, სასურველი იქნება თუ მოხდება დასახელებული 4 საკითხის გადახედვა და სადისკუსიოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე საერთო პოზიციის ჩამოყალიბება, რუსული საფრთხეების წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ მუშაობა დაიწყება და საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი 2 მილიონამდე მოქალაქის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი ფორმირება მოხდება. ჩვენ მივესალმებით დასავლური ტიპის პარტიების აქტიურ ჩართულობას მრავალპარტიული დიალოგში, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი მექანიზმია პოლიტიკური პოლარიზმის დასაძლევად,“ - განაცხადა პარტიის - ,,კანონი და სამართალი’’ გენერალური მდივანმა ირაკლი ღლონტმა, რომელიც აღნიშნულ ღონიშძიებას ესწრებოდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები