საზოგადოება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს

19.04.19 15:45


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.

დირექტორის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა მიმართეს. მათ პრეტენზიიები ნათია კაპანაძის მიმართ, ტელევიზიის რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი მოქმედი წევრია.

დირექტორის გადაყენებისთვის სამი ხმა იყო საჭირო.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები