პოლიტიკა

ზურაბიშვილი ზელენსკის ულოცავს

22.04.19 15:20


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვლადიმიდ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

„ვულოცავ ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას, ასევე ვულოცავ უკრაინელებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას ვიმუშაო ახალ პრეზიდენტთან ჩვენი ურთიერთობების გამყარებისთვის“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც მიულოცა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები