საზოგადოება

ვაკის პარკთან 2 ადამიანი დააკავეს

09.05.19 12:45


ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით “უკვდავი პოლკის” აქცია-მსვლელობა და კონტრაქცია “არა პუტინის მარშს” გაიმართა, ორი ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 პირი – 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

“რუსეთს ვაგინე და დამაკავეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მათგანმა დაკავებისას.

გარდა ამისა, პოლიციამ ერთი პირი, 1969 წელს დაბადებული თ.ფ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის “თავისუფლების ქარტიის” გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით, გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები