საზოგადოება

მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში ხვალ დაკითხავენ

09.05.19 15:20


მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი ადვოკატები და სუს-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მის ხვალ, 15:00 საათზე გამოკითხავენ.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა ადვოკატებმა განუმარტეს, რომ არანაირ პრობლემას ადგილი არ აქვს.

" იმ ადამიანებს, რომლებიც მოსული იყვნენ, ადამიანურ ენაზე ვესაუბრებოდი. დარწმუნებული ვარ, ადამიანურ ენაზე საუბარი სუს-ში არავის ესმის. ამის გააზრების უნარი მაქვს. აქედან გამომდინარე, დღეს დავუკავშირდი ჩემს ადვოკატებს, ჩემი ადვოკატები მეუბნებიან, რომ არანაირი პრობლემა არ არის და ჩვენ შეთანხმებულები ვართ სუს-თან, რომ დაკითხვა შედგება პარასკევს, 15:00 საათზე",- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილს სუს-ის წარმომადგენლებმა უწყების გადასაცემად პარლამენტის შენობასთან დღეს მიაკითხეს, თუმცა მან უწყება არ ჩაიბარა. დაკითხვა დღეს 15:00 საათზე უნდა შემდგარიყო, თუმცა საბოლოოდ 24 საათით გადაიდო.

სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.

სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 28


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები