საზოგადოება

სუს-ის უფროსმა პოლონელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილა

10.05.19 13:05


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსთან, პიოტრ პოგონოვსკისთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები