საზოგადოება

თბილისში მუშა დაიღუპა

14.05.19 15:45


დღეს, თბილისში, კოსტავას N75-ში, მუშა დაიღუპა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასსწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სასწრაფოში გვითხრეს, ადგილზე მათი დახმარების ჯგუფს გვამი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც, გამოძიება კი 240-ე მუხლის პრიმა ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები