პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას შეხვდა

14.05.19 16:45


პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი, ასევე სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური დინამიკა და მოლდოველი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.

მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მოლდოვურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაიზიაროს.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს.

პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.





წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები