პოლიტიკა

ბახტაძე: ჩემი ერი მზადაა, წინ ევროპული მომავლისკენ დიდი ნაბიჯებით იაროს

14.05.19 17:00


10 წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობა შესანიშნავი და გაბედული იდეა იყო შორს, მომავალში ხედვას გულისხმობდა, ახლა სხვა დიადი იდეა გვჭირდება, რათა ყველა ერი დარწმუნდეს, რომ ხელშესახები სამიზნე ორიენტირი გააჩნია.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე - “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივიგანვითარებისკენ” განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკანასკნელი 10 წელი საქართველოსთვის იყო დაბრკოლებებით აღსავსე საოცარი „მოგზაურობა“, მაგრამ, ამავდროულად, საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორი ტრანსფორმაციული ძალა აქვს ევროკავშირს.

“ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენი წარმატებაცაა. ეს ერთობლივი მიღწევაა.

ჩვენთვის ეს არის ძირითადი მისწრაფება და ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ჩემი ერისთვის ევროპული მისწრაფება ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რადგან ჩვენი წარსულიევროპულია და ამიტომ, მომავალიც ევროპულია. ეს მისწრაფება ძალიან ძვირი გვიჯდება პოლიტიკურად და ეკონომიკურად. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთისფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და ყოველთვის არსებობს ქართველი ხალხის მისწრაფებაზე გავლენის მოხდენისმცდელობა. თუმცა, ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას, ამ არჩევანს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე გარდაქმნის პროცესზე, რომელიც, მისი შეფასებით, მარტივი არ იყო. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო წლიდან წლამდე მიიწევდა წინ ბიზნესის კეთების სიმარტივის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამართლის უზენაესობის, ადამიანისუფლებების დაცვის უმაღლეს დონეზე დაყენებისა და ბევრი სხვა მიმართულებით.

“ასოცირების შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად, ისტორიულიმიღწევებია ჩემი ქვეყნისთვის.თუმცა, გვაქვს ამ წარმატებაზე მეტის მიღწევის სურვილი. საქართველო მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობისრეგიონში და ვფიქრობთ, მეტს ვიმსახურებთ, მეტი შესაძლებლობა გაგვაჩნია. ამიტომ, ევროპელ კოლეგებს ორი თვის წინ წარვუდგინეთ ჩვენი ერთსულოვანიდოკუმენტი სახელწოდებით - „ საქართველოს საგზაო რუკა ევროკავშირისკენ”, რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გვქონდეს ევროპულ ინსტიტუტებშიმეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა. ძირითადად აქცენტი კეთდება დარგობრივ ინტეგრაციაზე, იქნება ეს საერთო ციფრული ბაზარი, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მეტი მობილურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგალითად ცირკულარული მიგრაცია თუ ბევრი სხვა.ჩვენ ასევე გვესმის, რომ გამოწვევები არსებობსთავად ევროკავშირში, როდესაც საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მიდის, თუმცა მივიჩნევთ, რომ საქართველო მზადაა, ბევრად მეტი გააკეთოს წინსვლისმხრივ. მიგვაჩნია, რომ ძალიან ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დარგობრივი ინტეგრაციის პროცესის დაწყება”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

“საქართველოსთან ერთად ევროპაც უფრო ძლიერია. წლებია, ამ გზავნილზე ვსაუბრობთ, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, ჩვენი რეგიონისუსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელია მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და სისტემის შექმნა ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომსაქართველოსთან ერთად ევროკავშირიც უფრო ძლიერი იქნება, ევროპული საწარმოები თავისუფლად შეძლებენ ჩვენს რეგიონში საქმიანობის წარმოებას. ესმასშტაბი სცილდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემი გზავნილი ასეთია - ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიცევროპული იქნება და ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს სხვა დიად იდეას მივცეთ დასაბამი - ისეთივეს, როგორიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნაიყო 10 წლის წინ.

ახლა უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და განსაკუთრებით ჩემი ერი მზადაა, წინ დიდინაბიჯებით იაროს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, ლიეტუვას საგარეო საქმეთამინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი დაუკრაინის საგარეო პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარე ჰენადი მაკსაკი. დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართაევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმასაგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები