პოლიტიკა
15.05.19 11:45
საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
მამუკა ბახტაძეს ასკარ მამინმა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მაღალ დონესა და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.
აღინიშნა საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო.
ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციასა და ამ კონტექსტში ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.
პრემიერმინისტრმა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება, მათ შორის – პორტების განვითარების გზით.
პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გააქტიურების კუთხით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების მნიშვნელობასა და ამ პროცესში ორი ქვეყნი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს.
მხარეების შეფასებით, საქართველო და ყაზახეთი ისტორიულად კარგი პარტნიორები არიან და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, თუმცა შესაძლებელია კიდევ უფრო მეტის გაკეთება.
საქართველოს დელეგაცია მიესალმა ყაზახი ინვესტორების დაინტერესებას, ქართველ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ინვესტიციები ლოგისტიკის სფეროში, ასევე, განავითარონ სხვადასხვა სახის გადამამუშავებელი წარმოება.
საუბრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები რეგულარული გახდება და სხვა ქალაქებიც დაემატება.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მემორანდუმები სოციალურ-შრომით და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე – შეთანხმების ოქმი საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ და საგზაო რუკა 2019-2022 წლებში ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების შესახებ. დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბაშიძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 73
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24