საზოგადოება

მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

20.05.19 14:15


საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

„21 მაისს, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, და 22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება. თბილისში 21 მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი იწვიმებს ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები