პოლიტიკა

"საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე" - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი

20.05.19 14:30


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი კრისტინ ლაგარდი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

მისი თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე.

"გვჯერა, რომ არსებობს დოლარში გაცემული სესხებისა და დეპოზიტების შემცირების შესაძლებლობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დოლარიზაციამ ბევრი კომპანია და ოჯახი დამოკიდებული გახადა ვალუტის გაცვლით კურსზე, რაც მათი ფინანსური სიჯანსაღისთვის ძირის გამოთხრა შეუძლია.

საქართველომ დიდი გზა გამოიარა. საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე. ამ კუთხით საქართველომ უკვე მიაღწია პროგრესს. ბანკების ბალანსი გამყარდა და გაიზარდა ფინანსური წიგნიერება" - აღნიშნა ლადარდიმ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები