ეკონომიკა

იორდანული ავიაკომპანია საქართველოში ფრენების დაწყებას გეგმავს

27.07.16 15:05


იორდანიული ავიაკომპანია "Royal Falcon Airlines" ამანი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების შესრულებას გეგმავს.

ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყების შესაძლებლობას ავიაკომპანია მიმდინარე წლის აგვისტოდან განიხილავს. "Royal Falcon Airlines"-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისათვის საჭირო სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გაიმართა.როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს დღეებში "Royal Falcon Airlines"-ის კუთვნილი ტურისტული კომპანია ქართველ ტურ-ოპერატორებთან გაფართოვებულ შეხვედრას გეგმავს.

სწორედ აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ განსაზღვრავს კომპანია თუ რა ტევადობის საჰაერო ხომალდის ტიპით და სიხშირით იფრენს საქართველოს მიმართულებით ზაფხულის სეზონზე. თავის მხრივ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც ავიაკომპანიასთან ისე იორდანიის საავიაციო ხელისუფლებასთან შესაბამისი დოკუმუნტაციის განხილვისა და ნებართვის გაცემის მიზნით. ავიამიმართულებაზე საკმარისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში "Royal Falcon Airlines" არ გამორიცხავს რეგულარულ ოპერირებაზე გადასვლის შესაძლებლობას.სულ საქართველოს ავიაბაზარზე ამჯამად 30 ავიაკომპანია ოპერირებს-29 უცხოური და ერთი ქართული. ეკონომიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ავიაბაზრის პოპულარობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

2016 წლის დასაწყისიდან საქართველოს 578 ათას 100 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები