საზოგადოება

უბილეთო მგზავრი 5-ის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება

29.05.19 15:45


უბილეთოდ მგზავრობა, ასევე, 10-დან 16 წლამდე ბავშვების უბილეთოდ მიწისზედა ელექტროტრანსპორტით და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით წაყვანისთვის პასუხისმგებლობა 5-ის ნაცვლად, 20 ლარით განისაზღვრება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.

გარდა ამისა ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ნაცვლად 50 ლარისა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები