საზოგადოება

საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

29.05.19 16:00


საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე Uzbekistan Airways-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

პირდაპირ ავიარეისებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის უზბეკეთის სახელმწიფო ავიაკომპანია შეასრულებს. პირველი ფრენა ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით 16 ივლისს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, უზბეკეთის ავიახაზები თბილისის მიმართულებით პრიდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებენ.

ავიაკომპანია Uzbekistan Airways ფრენებს მსოფლიოს 58 მიმართულებით ასრულებს. მისი ავიაპარკი ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდისგან შედგება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები