საზოგადოება

კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე N71 ავტობუსი იმოძრავებს

29.05.19 17:45


უახლოეს პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლიან. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N71 – ვარკეთილიდან, N50 ვაზისუბნიდან, ხოლო N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან მოძრაობს.

ავტობუსებით მომსახურებისთვის კოტე აფხაზის ქუჩის 18, 32 და 47 ნომრებთან, ასევე თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ, გაჩერებები განისაზღვრა და შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ლესელიძეზე

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება იგეგმება. ამიტომ, დედაქალაქის მერიამ ქუჩის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები