საზოგადოება

კოდორის ხეობა "ეროვნულ პარკად" გამოცხადდა

29.05.19 18:00


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა კოდორის ხეობა ეროვნულ პარკად გამოაცხადა.

დამტკიცებული დადგენილების თანახმად, პარკის ტერიტორია 136 825 ჰექტარზეა განთავსებული, ხოლო მის საზღვრებში შემავალი დასახლებული პუნქტების ფართობი 10 036 ჰექტარს შეადგენს.

როგორც "აბხაზია ინფორმი" იუწყება, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის საიდ ხარაზიას თქმით, კოდორის ეროვნულ პარკში უახლოეს დროში უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რადგან, მისივე თქმით, ხეობაში "ბარბაროსული მეთოდებით ნადირობენ და თევზაობენ".

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ "ეროვნული პარკში" უნიკალური ბუნების გარდა, ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ობიექტია.

ხარაზია ასევე ამბობს, რომ იქ არსებობს შავი არქეოლოგიის არხი, რომლის საშუალებითაც აფხაზეთიდან არალეგალურად გაედინება არტეფაქტები.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ კოდორის ხეობის კონტროლის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში მიიღო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები