საზოგადოება

თუშეთში საბაგირო გზის მშენებლობა იგეგმება

30.05.19 10:45


კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, თუშეთში, შესაძლოა, საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყოს.

ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელებით კერძო კომპანიაა დაინტერესებული, რომელიც ახლა დეტალების დასაზუსტებლად იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება.

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ამავე გადაცემაში აღნიშნა, რომ თუშეთში სტიქიით გაფუჭებული გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები