საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის საბერძნეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის იმყოფებიან

30.05.19 11:15


საქართველოს პარლამენტის საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.

საქართველოს პარლამენტის საბერძნეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გელა სამხარაულის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას, პარლამენტის წევრების ფატი ხალვაშის და ირმა ნადირაშვილის შემადგენლობით, 29 მაისს, ათენში, საქართველო-საბერძნეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფების მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა და ბერძენმა პარლამენტარებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების საქმეში საპარლამენტო დიპლომატიას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

ხაზი გაესვა მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფების, ასევე შესაბამისი კომიტეტების რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობას. საგანგებოდ იქნა განხილული საბერძნეთში ქართული დიასპორისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ქართველ ემიგრანტთა ლეგალიზაციისა და ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების თემები.

ბერძნულმა მხარემ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ამ კუთხით, გამოიკვეთა მხარეთა პოზიციების სრული თანხვედრა საერთაშორისო სამართლის ნორმების განუხრელად დაცვის მიმართ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საუკეთესო პოლიტიკურ ურთიერთობებს და აღინიშნა ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნების აუცილებლობა.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები