საზოგადოება

ადიგენში ავტომობილი ამოტრიალდა: ორი ახალგაზრდა დაშავდა

30.05.19 14:00


ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა სოფელ ბოლაჯურთან გუშინ, ღამით მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები