საზოგადოება

ბათუმში ორთაჯამემ მლოცველები ვერ დაიტია - მორწმუნეების დიდმა ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა

04.06.19 11:15


მუსლიმური სამყარო დღეს რამაზან ბაირამს ზეიმობს. მორწმუნეები მზის ამოსვლას მეჩეთში ლოცვით ხვდებიან.

ორ ადგილზე გადანაწილებული მრევლის მიუხედავად, ბათუმის ორთაჯამემ მლოცველები ისევ ვერ დაიტია და მორწმუნეების დიდმა ნაწილმა ლოცვა ქუჩაში, ქვაფენილზე შეასრულა.

მეორე ნაწილი კი იმ ტერიტორიაზე შეიკრება, სადაც მრევლს მეჩეთის აშენება სურს, ბათუმის მერია კი ტერიტორიის განაშენიანების მიზეზით ნებართვას არ აძლევს. აღნიშნულ საქმეზე საღჩელის არსებითი განხილვა 12 ივნისს უნდა გაგრძელდეს. მეორე მეჩეთის საჭიროებაზე საუბრობს საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძეც:

"ღმერთმა დღევანდელი დღის მადლით გააძლიეროს ჩვენი საქართველო, ეს მნიშვნელოვანი დღეა, მოგეხსენებათ, 12-ში არის სასამართლო პროცესი და მე დიდი იმედი მაქვს, საკითხი გადაწყდება მუსლიმი მრევლის, ჩვენი თანამოქალაქეების სასარგებლოდ"-განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.

რამაზანბაირამი მუსლიმებისთვის ერთერთი უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რასაც წინ უძღვის მძიმე მარხვა. ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებათ. ბაირამის დღეს კი მუსლიმები მოინახულებენ წინაპართა საფლავებს, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და უხვად გასცემენ მოწყალებას. დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. იგი ცენტრალურ მეჩეთში მინისტრებთან და ბათუმის მერთან ერთად მივიდა.

"ვულოცავ დღწვანდელ დღეს მუსლიმ მრევლს, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ვუსურვებ რწმენის სიმტკიცეს და ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ ძლიერებას, ერთიანობას და იმ ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა, დარწმუნებული ვარ, საერთო ენის გამონახვას ყოველთვის შევძლებთ"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის მერიამ მიერ ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გასცა, რაც მუსლიმმა თემმა გაასაჩივრა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები