საზოგადოება
04.06.19 13:45
EWMI ACCESS-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის-სთან“ ერთად 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის განხორციელების მე-2 ფაზის მონიტორინგი ჩაატარა.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რეფორმის ამოქმედებიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, ტექინსპეტირება გაიარა სულ 322 580-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, რომლისგანაც 72%-ს პირველადი ინსპექტირება წარმოადგენდა, სადაც დახარვეზების მაჩვენებელი 52% იყო.
კვლევის ავტორების თქმით, რეფორმის მნივნელოვან გამოწვევად რჩება გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლი:
“ამჟამად გამონაბოლქვში მოწმდება მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა და კვამლიანობის დონე, რაზე მანიპულირებასაც ავტომფლობელები სხვადასხვა გზებით ახერხებენ. 2020 წლიდან ამოქმედდება ასს-ს კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი, რაც უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ვინაიდან, საქართველოს ავტოპარკის დიდ ნაწილს კატალიზური გარდამქმნელი ამოღებული აქვს, მაღალი ხარისხის „კატალიზატორი“ კი, ადგილობრივ ბაზარზე პრაქტიკულად არ იშოვება,მხოლოდ ინტერნეტით არის მისი ყიდვა შესაძლებელი და საკმაოდ ძვირია.
მომავალ წელს,მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია „კატალიზატორის“ ფასის კიდევ უფრო ზრდა და მომხმარებელთა დიდი ნაწილის მიერ ავტომობილების უხარისხო ე.წ. ჩინური კატალიზატორით აღჭურვა, რომლის ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე თვეს შეადგენს. ამ ეტაპზე უცნობია „კატალიზატორის“ ბაზარზე მიწოდების მხარის მდგომარეობა” – ვკითხულობთ კვლევაში.
გამონაბოლქვის კონტროლის ნაწილის გარდა, კვლევაში ასევე საუბარია მანიპულაციებსა და კორუფციის რისკებზე. კერძოდ, კვლევამ გამოკვეთა, რომ ავტომფლობელები ინსპექტირების გავლის მიზნით ერთჯერადი მანიპულაციებს იყენებენ.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ყველაზე მეტად გავრცელებულ მანიპულაციას წარმოადგენს გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება ასევე ხშირია ავტონაწილების და აღჭურვილობის(საბურავი, ფარი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვ.) ინსპექტირების გასავლელად თხოვება-ქირაობა ონლაინ და ავტონაწილების ბაზრობებზე:
“ამასთან, ავტომფლობელები ინსპექტირების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გონებამახვილურ ხერხებსაც მიმართავენ,რაც სხვადასხვა ავტონაწილებზე ერთჯერად ან პერმანენტულ მანიპულაციებს და საკანონმდებლო ხარვეზების მათ სასარგებლოდ გამოყენებას გულისხმობს, როგორიცაა,მაგალითად, ასს-ს კორპუსის დეტალის ცვლილება, ასევე, ასს-ს ხარვეზების აღმოფხვრის გარეშე ყოველ 30 დღეში ინსპექტირების ხელახლა გავლა და არარეგისტრირებული ტაქსების მიერ ინსპექტირების ექვსთვიანი პერიოდულობის თავიდან არიდება.
ავტომფლობელების მიერ მანიპულაციების გამოყენებას კიდევ მეტად აიძულებს პტი რეფორმის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაზრდილი ავტონაწილების და ავტოსერვისის ფასები” – ვკითხულობთ კვლევაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად მუშაობს ჯარიმის თავის არიდების მიზნით ინსპექტირების ყოველთვე გავლის დასარეგულირებლად. განმეორებით ინსპექტირებაზე ასს-ს ხელახალი ვიზუალური დათვალიერების ამოქმედებაც ნაწილობრივ პასუხობს ამ გამოწვევას. თუმცა,მიიჩნევენ, რომ ინსპექტორის მიერ ერთჯერადი მანიპულაციების იდენტიფიკაცია თითქმის შეუძლებელია:
“არის შემთხვევები, როდესაც ინსპექტორი შეიძლება მიხვდეს, რომ ასს-ს გარკვეული ხარვეზი მანიპულირების ხარჯზე აქვს გამოსწორებული ან დაფარული, თუმცა, ასს-ს მოდელების ქარხნული სპეციფიკაციების მრავალფეროვნებიდან და ინფორმაციის ლეგიტიმურ წყაროსთან ხელმიუწვდომლობიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია გაჩენილი ეჭვის გადამოწმება” – წერია კვლევაში.
ორგანიზაციის განცხადებით დამატებით, კვლევისას ასევე გამოიკვეთა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მცდელობებიც -ზოგიერთი მათგანი ინსპექტორებისგან ითხოვდა და, რიგ შემთხვევებში მოითხოვდა, მათ კუთვნილებაში მყოფი ასს-ს ინსპექტირების დადებითი შედეგის გაცემას.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეფორმის მონიტორინგის პირველი ეტაპის მსგავსად, ამჟამადაც არ არსებობს ინსპექტირებასთან დაკავშირებით კონკრეტული სახელმწიფო სტრატეგია, ან გეგმა. არ არის ნათლად გაწერილი რეფორმაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს რეფორმის კოორდინაციას და ზედამხედველობას.
ამასთან, არ არსებობს ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ავტოპარკის მდგომარეობის ანალიზს. პროცესის მონიტორინგი ხდება მხოლოდ 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების გამოთხოვით და დაკვირვებით.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24