საზოგადოება

მაისში FAO-ს ფასების ინდექსი გაიზარდა

10.06.19 12:45


FAO-ს სურსათის ფასების ინდექსით, მაისში ყველისა და სიმინდის ფასების ცვლილების ხარჯზე სამომხმარებლო კალათის ფასი გაიზარდა და 172.4 ერთეული ქულა შეადგინა, რითაც ამ წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

აპრილის თვესთან შედარებით, მაისში ფასების ინდექსი 1.2%-თაა მომატებული, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია.


ბოლო ხუთი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასებმა, რომელიც აპრილის თვესთან შედარებით 5%-ითაა მომატებული. ფასების მატება, ძირითადად ყველზე, ოკეანიის ქვეყნებში გვალვით და მარაგების სინკალებითაა გამოწვეული.


1.4%-ითაა გაზრდილი მარცვლეულის ფასების ინდექსი, რაც სიმინდზე გაზრდილი მოთხოვნისა და მიწოდების სიმცირემ განაპირობა. სიმინდზე ფასების ზრდის მიზეზია, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამუდმებული წყალდიდობები და წვიმები, რის გამოც ვერ ხერხდება კულტურის თესვა.

მაისის თვეში შემცირდა ხორბლის ფასების ინდექსი, მაშინ როცა ბრინჯის გლობალური ფასი უცვლელი იყო.

შემცირებულია FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, კლებამ 3.2% შეადგინა - ინდოეთიდან დიდი ოდენობით შაქრის ექსპორტმა, შეავსო მსოფლიოს შაქრის ყველაზე მსხვილი მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, არსებული 17% დანაკლისი, რის შედეგადაც მაისის თვეში სასურსათო კალათის ამ პროდუქტზე ფასმა დაიწია.

პალმის ზეთის დიდი მარაგის ფონზე, 1.1%-ით შემცირდა ფასები მცენარეულ ზეთზე, მცირედითაა გაზრდილი ფასები მზესუმზირის და სოიოს ზეთზე.

მაისის თვეში გაზრდილია FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, რაც ღორის აფრიკული ცხელების აფეთქების ფონზე აზიის ბაზრებზე ამ პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნითა და მიწოდების სიმცირით არის გამოწვეული.

აპრილის თვესთან შედარებით ფასები შემცირდა საქონლის ხორცზე რაც პროდუქტის დიდი მარაგით არის განპირობებული.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები