პოლიტიკა
10.06.19 17:30
რეინჯერების დღე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.
ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას, ყურადღება რეინჯერების ელიტური ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და საპასუხისმგებლო მისიაზე გაამახვილა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული საერთო ხედვის ფარგლებში განხორციელდა, რაც მობილურობას, მცირე ზომის ქვედანაყოფების ტაქტიკასა და რეგიონული პრინციპის მიხედვით შესაძლებლობების თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს.
რეინჯერების დღე იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით გაგრძელდა.
თავდაცვის მინისტრი საჩვენებელ ტაქტიკური სწავლებას - რეიდის ოპერაცია ფუჭი ვაზნების გამოყენებით და რეინჯერების მიერ შესრულებულ ხრიდოლის საჩვენებელ ვარჯიშებს დაესწრო.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახლად გარემონტებული სპორტული დარბაზი მოინახულა, რომელიც ევროპული სტანდარტების არის და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ლევან იზორიას ინიციატივით, 2019 წელს თანამედროვე სპორტული დარბაზები უკვე გაიხსნა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, ხონის VI საარტილერიო ბრიგადაში, ასევე გორში I ქვეითი ბრიგადის და ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზებზე. სენაკში II ქვეით ბრიგადაში მინისტრმა სპორტული კომპლექსი პირადად გახსნა.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა თავდაცვის მინისტრს სპეციალური ოპერაციების ძალების საპატიო წევრის სიგელი გადასცა. სამსახურებრივი მოვალეობის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისთვის ლევან იზორიამ ორი რეინჯერი საშტატო იარაღით დააჯილდოვა, სხვა სამხედრო მოსამსახურეებს კი სასაჩუქრე მედალიონები და მეთაურის მადლობის სიგელები გადაეცათ.
პირად შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების სასწავლო ცენტრის კაპელანმა, მამა პეტრემ დალოცა.
2009 წლის 8 ივნისს სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებაში დაარსდა რეინჯერთა სკოლა, რომელში მომზადებული მებრძოლებით ხდებოდა რეინჯერთა ბატალიონის შევსება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24