პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე მიმდინარე კვირას მაიკ პომპეოს შეხვდება

11.06.19 12:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება.

ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა,წერს 1Tv.ge.

ამასთან, პრესსპიკერის განცხადებით, აშშ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

„სახელმწიფო მდივანი ელოდება შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელზეც ორმხრივი საკითხების განხილვის შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა მორგან ორტაგუსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს 5-14 ივნისს სტუმრობს. პრემიერმა სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში როუდშოუ გამართა.

მან უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. ვაშინგტონში მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერ-მინისტრი მისასალმებელი სიტყვით გახსნის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს, მამუკა ბახტაძის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, რომელზეც მიწვეული არიან აშშ-ის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები