პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე - ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად „ქართულ ოცნებას“ ბევრი არაფერი გაუკეთებია

27.07.16 20:05


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად „ქართულ ოცნებას“ ბევრი არაფერი გაუკეთებია, - ასეთ მოსაზრებას გამოცემა Newsweek-თან საუბარში პაატა ბურჭულაძე გამოთქვამს.

სტატიის ავტორი დემიენ შარკოვი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვს ჯერ კიდევ არ გაუყვანია საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ შეუძლია, რადგან საკუთარ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს.

"ქართული ოცნება“ ყოველთვის წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს, იმის ნაცვლად, რომ გვითხრას, თავად რა გააკეთა. ეს უნდა დასრულდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ წინა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები, თუმცა ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური შურისძიების საბაბი", - აცხადებს ბურჭულაძე.

მისი მოსაზრებით, ხელისუფლება გარკვევით არ ამბობს, თუ ვინ არიან ქვეყნის მთავარი პარტნიორები.

„დასავლეთისკენ,ევროკავშირისკენ, ამერიკისკენ ვიხედებით თუ ჩრდილოეთით, კვლავ რუსეთისკენ? საგარეო პოლიტიკური მართულება უნდა იყოს მკაფიო და გასაგები ჩვენი პარტნიორებისთვის და ჩვენი პარტნიორები არიან ევროპა, აშშ და ნატო“, - აცხადებს ბურჭულაძე.

როგორც Newsweek-ი წერს, ბურჭულაძის მიზანია დაარწმუნოს აშშ, რომ საქართველოსთან გაფორმდეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
"ჩვენ რუსეთთანაც გვინდა ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ არსეობებს ორი საკითხი, რომელზეც კომპრომისი გამორიცხულია. ესაა ჩვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება ერთიანი საქართველო", - აღნიშნავს ბურჭულაძე.

გამოცემა იმასაც წერს, რომ საქართველო უნდა ესაუბროს აბხაზებსა და ოსებს პირდაპირ, რუსეთის ჩართულობის გარეშე და შესთავაზოს მათ “ფართო ავტონომია” ერთიანი საქართველოს ფარგლებში. ბურჭულაძე ასევე გამორიცხავს მოლაპარაკებებს რუსულ სახელმწიფო კომპანია "გაზპრომთან".


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები