პოლიტიკა
11.06.19 18:00
ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. მერმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
„სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია GWP დაგეგმილ სამუშაოებს კონტრაქტორების მეშვეობით ახორციელებს. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალებზე მუშაობა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა. ამის დასრულების შემდეგ გადავალთ განშტოებების მოწესრიგებაზე და შემდეგ დაერთდება. სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მე კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს აქ მცხოვრებ ადამიანებს. მესმის, აქ არის მტვერი და ხმაური, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია სამუშაოების შესრულება. ამას ყველა გაგებით ეკიდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტით უკვე ყველა ვიამაყებთ. გამზირი იქნება გალამაზებული და მოწესრიგებული.
მასშტაბებსაც ხედავთ, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას.
ამასთან, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გაბმული, მიწის ქვემოთ ჩავა. წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას მთლიანად უზრუნველყოფს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული.
მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
პროექტის მიმდინარეობას დღეს თბილისის მერთან ერთად ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი და პარლამენტის წევრი ზაზა ხუციშვილი.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24