პოლიტიკა

ძაან მახარებს ხედვების თანხვედრა – ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის შესახებ პომპეოს განცხადებაზე

12.06.19 13:05


“პომპეოს განცხადება ანაკლიაზე და მის მნიშვნელობაზე, ეს არის ის, რაც ძაან მახარებს. ის ისეთივე მაღალ შეფასებას აძლევს პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 12 ივნისს.

“აშშ-ს მხრიდან ანაკლიის პორტის მიმართ გამოჩენილი ყურადღება ასევე მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენც არაერთხელ გვითქვამს – ამ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილებაც აქვს. იცით, რომ ამ კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამერიკული კომპანიაა.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს პორტი, ისეთი, როგორიც იგეგმება, განსაზღვრავს სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარტდაჭერას”, – დასძინა მინისტრმა.

მანამდე ანაკლიის პორტზე, რომელიც იანვრიდან მოყოლებული დისკუსიის საგანია საქართველოში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ასეთი განცხადება გააკეთა:

“მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს”.

პომპეოს თქმით, ეს პროექტი საქართველოს დაიცავს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენისაგან. მისი თქმით, ეს ქვეყნები მოჩვენებითი მეგობრები არიან, სინამდვილეში კი გულში საქართველოს ინტერესები არ აქვთ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები