საზოგადოება

ზურა ხაჩიძე: ჯავახეთში სომხური მოსახლეობა თავს მიტოვებულად გრძნობს

14.06.19 13:00


სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ფიქრობს, რომ რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები თავს მიტოვებულად გრძნობენ.

ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ადგილობრივებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, წინასაარჩევნო კამპანიისას უთხრეს.

"მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ სომხური მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები რეგიონისა და ქვეყნის ცხოვრებაში. ის ადამიანები ცოტა მიტოვებულად გრძნობენ თავს იმიტომ, რომ შეხვედრების დროს ამას მეუბნებოდნენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან ზურა ხაჩიძემ.

ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ 12 ივნისს დაინიშნა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები