საზოგადოება

თუშეთის გზიდან ტურისტების ავტომობილი გადავარდა

14.06.19 15:45


თუშეთის გზაზე, კერძოდ მე-18 კილომეტრზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ტურისტების ავტომობილი გზიდან გადავარდა.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს.

საგანგებოში გვითხრეს, რომ ადგილზე ამ წუთებში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადების მობილიზება ხდება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილურის სიხშირეს ვერ იჭერენ, რის გამოც ჯერ-ჯერობით ვერ ვიგებთ, რა ვითარებაა ადგილზე.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს გარკვევისთანავე გაცნობებთ.

ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ დროისთვის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი იმყოფება, თუმცა ტელეფონი არ იჭერს იმ ტერიტორიაზე და დამატებითი ინფორმაცია არც მას აქვს.

ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა დაზუსტებული, რომ ავარია მოხდა და ტურისტების ავტომობილი გადავარდა გზიდან, თუმცა რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში და არის თუ არა მსხვერპლი, ეს ჯერ არ დაზუსტებულა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები