საზოგადოება

წყნეთში ორ საცხოვრებელ სახლს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა

14.06.19 16:00


ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, წყნეთში, ორ მისამართზე საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები განხორციელდა.

რეაბილიტაცია სოხუმის N13-ში და გურამიშვილის N40-ში ადგილობრივი მცხოვრებლების მომართვიანობის საფუძველზე ჩატარდა. სოხუმის N13-ში ოთხი, ხოლო გურამიშვილის N40-ში რვა ოჯახი ცხოვრობს. პროექტების შედეგად, მათი საცხოვრებელი გარემო განახლებული, გამაგრებული და უსაფრთხოა.

გურამიშვილის N40-ში მიმდინარე სამუშაოების პირველ ეტაპზე, აგურის კედლების, ბეტონის ფილების, კიბეების, ფანჯრებისა და აივნების დემონტაჟი განხორციელდა, გამაგრდა სახლის საძირკველი, მოეწყო კიბეები, განახლდა სართულშუა გადახურვა.

რაც შეეხება სოხუმის N13-ში არსებულ სახლს, ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები ჩატარდა, გამაგრდა საძირკველი, მოხდა კარ-ფანჯრების მოჩარჩოება და ფასადის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, განახლდა სახლის გადახურვა და უახლოეს მომავალში ახალი კარი დამონტაჟდება.

საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, კომპანიებმა -„ბილდინგი“ და შპს „ანი“ განახორციელეს.

პროექტის ღირებულება სოხუმის ქუჩაზე, დაახლოებით, 50 000-მდე ლარი, გურამიშვილის ქუჩაზე კი, 65 000-მდე ლარია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები