პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

18.06.19 14:30


კენიის რესპუბლიკა -საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, უჰურუ კენიატას.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

პრეზიდენტმა კენიატამ მიულოცა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები