პოლიტიკა

რუსთავის მერი NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

20.06.19 12:45


რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას - „ადგილობრივ დონეზე პლურალიზმისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა“ შეეხო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავში ახორციელებს.

პროექტის ხელმძღვანელმა თამარ გზირიშვილმა და კოორდინატორმა მარი ხიზანიშვილმა, ქალაქის მერს პროგრამის მიზნები გააცნეს და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ეროვნულ-დემოკტარიული ინსტიტუტი პროგრამას - „ადგილობრივ დონეზე პლურალიზმისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა“, ქვეყნის ხუთ მუნიციპალიტეტში - რუსთავში, ბორჯომში, ახმეტაში, ჭიათურასა და ჩოხატაურში ახორციელებს.

„პროგრამის მიზანია, ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემუშავებისას საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება, პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთ შეძლონ პოლიტიკური ხედვების შემუშავება და მრავალპარტიულ დებატებში მონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ საჭიროებებზე პოლიტიკური ხედვების შემუშავების მიზნით, დაგეგმილია კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საკრებულოს ფრაქციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან, გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები და ინტერმუნიციპალური სამუშაო შეხვედრა, რომელზეც პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები