საზოგადოება

სამშენებლო აფერა თბილისში - კომპანია „სვეტის" დამფუძნებელს პატიმრობა შეეფარდა

03.07.19 14:20


თბილისის საქალაქო სასამართლომ დეველოპერული კომპანია „სვეტის" დამფუძნებელი და დირექტორი გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მენაშენეთა 3,3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასამართლომ ჯიბლაძეს რვა წლით, ჯანელძეს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ჯაიბლაძე და ჯანელძე 2018 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს. ამას წინ უძღოდა 2018 წლის მაისში მენაშენეთა მხრიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვა. მენაშენეების განცხადებით, მათ კომპანია „სვეტს" თანხები თბილისის ცენტრში ბინების მშენებლობისათვის გადასცეს, თუმცა კომპანიას ვალდებულება არ შეუსრულებია.

დაკავების შემდეგ ჯიბლაძემ განაცხადა, რომ მისი კომპანია დაზარალებულებს თანხას უბრუნებდა, თუმცა, მას შემდეგ რაც მის ქონებას ყადაღა დაადეს, თანხის გადახდა შეჩერდა.

მენაშენეებმა თანხის ან ბინების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები