ეკონომიკა

2019 – 2021 წლებში გურიის 25 სოფლის გაზიფიცირება მოხდება

10.07.19 10:45


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019 – 21 წლებში გაზიფიცირება განხორციელდება, შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შრომაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შრომის თემში 6 სოფელი შედის. გაზიფიცირების სამწლიანი სამთავრობო გეგმის თანახმად, 2019 – 2021 წლებში გურიის სამივემუნიციპალიტეტში 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი.

„გამოვაცხადეთ, რომ იწყება გაზიფიკაციის სამუშაოები - ჯერ ვიწყებთ პროექტირებას და მას წლის ბოლომდე დავასრულებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ აქაურ მოსახლეობას გაისად ამ დროს გაზი უკვე ექნება,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ გურიის მხარეში სამთავრობო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და გაზისტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

შრომის თემში შემავალი სოფლების (შრომა, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ხრიალეთი და მოცვნარი) გაზიფიცირების შედეგად, აშენდება გაზსადენი, რომლის სავარაუდო სიგრძე 95 383 გრძივი მეტრი იქნება. თემში კომლთა რაოდენობაა 1446.

უშუალოდსოფელ შრომაში 233 კომლი გახდება გაზის კომპანიის აბონენტი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 263 809 იქნება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები